logo
ENG



მარეგულირებელ კომისიას "დროების" არ სჯერა - ფაქტი კი ჯიუტია

24 მაი 202020:39
3 წუთის საკითხავი
 

„ფორმულამ ყალბი ინფორმაცია გაავრცელა“ - ასე გამოეხმაურა კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისია "დროების" სიუჟეტს. „დროებაში" გაშუქდნენ ბავშვები, რომლებიც ყვებოდნენ, რომ ფაქტობრივად მოწყვეტილები აღმოჩნდნენ სასწავლო პროცესს, რადგან ინტერნეტი  და შესაბამისი ტექნიკა არ აქვთ.

"დროების" ჯგუფი ხელმეორედ ჩავიდა და კიდევ ერთხელ გადაამოწმა, ნამდვილად აქვთ თუ არა ინტერნეტზე წვდომა ბავშვებს კონკრეტულ სოფლებში. არსებობს კვლევაც, რომლითაც, ზუსტად ჩანს სოფლის მოსახლეობის რამდენი პროცენტისთვის არის ინტერნეტი ხელმიუწვდომელი.

კომპანია „ეფ ერთისა“ და „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ მსმენელების დახმარებით, „დროებამ“ კომპიუტერები და ინტერნეტის მოდემები გადასცა ბავშვებს, რომლებიც ინტერნეტის უქონლობის გამო სასწავლო პროცესს მოსწყდნენ.


close დახურვა